პროექტი - "ბავშვები ბავშვებისთვის"
ჯანსაღი პიროვნების ჩამოყალიბებაში, სკოლასა და ოჯახს დიდი წვლილი მიუძღვის. აუცილებელია, ეს ორი რგოლი
შეთანხმებულად მოქმედებდეს და ერთიანად ცდილობდეს ბავშვის სულიერ, ფიზიკურ, გონებრივ თუ მორალურ განვითარებას. განვითარების პროცესში იგულისხმება არა მარტო საგნობრივი
ცოდნა, არამედ ადამიანური ურთიერთობებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენაც. მე
როგორც დამრიგებელი მინდა მოსწავლეებს ვასწავლო სიკეთის კეთებად და ერთმანეთის
გვერდში დგომა.
დიდი
მადლობა საქველოქმედო ფონდს ენკენიას ამ შესაძლებლობისთვის.
პროექტი,
"აჩუქე წიგნი"
ქ. თბილისის
N117 საჯარო სკოლაში განხორციელდა სასკოლო პროექტი, "აჩუქე წიგნი".
რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებმა. პროექტის
მიზანს წარმოადგენდა წიგნის კითხვის პოპულარიზაცია სასკოლო თემში და, ზოგადად,
საზოგადოებაში, მოსწავლეებში სკოლისადმი მიკუთვნებულობის განცდის გაღრმავება და
სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაზრდა.
პროექტი
ხალისიანად და საინტერესოდ წარიმართა. რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა
თანაკლასელებს აჩუქეს წიგნები. პროექტით განსაზღვრულია შემდგომი აქტივობებიც:
წიგნის წაკითხვა, წაკითხულის პრეზენტაცია კლასის წინაშე, შთაბეჭდილებების
გაზიარება, ნახატების, კომიქსების შექმნა წიგნის შინაარსთან დაკავშირებით და ა.შ. ამ
აქტივობების განხორციელების ვადების და ფორმების შესახებ ვისაუბრეთ კლასის საათზე
და მოსწავლეებთან ერთად დავსახე მომდევნო ნაბიჯები.
პროექტის ფარგლებში თანამშრომლობა და რიგი
აქტივობები გავაგრძელეთ eTwinning-ის პორტალზე
ინიცირებულ პროექტში ,, აჩუქე წიგნი - აჩუქე განათლება!“ ,
აღნიშნულმა აქტივობამ მიიღო საერთაშორისო პროექტის სახე და მოსწავლეები
მეტი შემართებით შეუდგნენ დასახული მიზნების განხორციელებას. ამ ეტაპზე
მიმდინარეობს მოსწავლეების მხრიდან გაცვლილი წიგნების წაკითხვა, პარალელურ რეჟიმში
მათ ვაწვდი და ვრთავ პორტალზე, რათა დამოუკიდებლად შეძლონ საკუთარი იდეების და
მოსაზრებების დაფიქსირება პროექტის ფარგლებში.
აღნიშნულ პროექტში ჩართვა და
განხორციელება მოხდა მშობლების თანხმობით და გვერდში დგომით. რისთვისაც მადლოებელი
ვარ მათი.
































.jpg)
No comments:
Post a Comment