კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

Tuesday, 24 January 2023


მოგესალმებით !!!

როგორც მოგეხსენებათ დავიწყეთ პროექტზე მუშაობა

გაეცანით პროექტის სამუშაო გეგმას

პროექტი

ცნობილი  მათემატიკოსები და გამონათქვამები მათემატიკაზე

პროექტის მიზანი: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ცნობილი მათემატიკოსების შესახებ, შეისწავლიან მათ ბიოგრაფიებს; გააცნობიერებენ მათ ღვაწლს მათემატიკის განვითარების საქმეში; გაიაზრებენ მათემატიკის, როგორც მეცნიერების ფუნდამენტური დარგის მნიშვნელობას;  გაეცნობიან სხვადასხვა გამონათქვამებს მათემატიკის შესახებ. განივითარებენ  წერილობით და ელექტრონულ საინფორმაციო წყაროებთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარ–ჩვევებ. გაიზრდება მათემატიკისადმი დაინტერესება. გაითავისებენ, რომ მათემატიკა არა ცალკე განყენებული ციფრების უაზრო კორიანტელია, არამედ იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთან. გაუზიარებენ თავიანთ აზრებსა და ნაშრომებს თანაკლასელებს.

პროექტის აქტუალობა: გამოუმუშავდებათ სოციალური და  თანამშრომლობითი უნარ–ჩვევები, შეძლებენ  რესურსების ორგანიზებას, ცოდნის მობილიზებას და  შინაგანი მოტივაცის ამაღლებას.

მოსწავლეთა ასაკი: 9-10 წელი , მე–3 კლასი.

ვადები: 2 თვე–იანვარითებერვალი.

მოსალოდნელი შედეგები:  მოსწავლეებს შეუძლიათ  მოპოვებული მასალის სათანადო ფორმით ორგანიზება და სასწავლო პროექტის წარდგენა, ხედავენ  მათემატიკის ცოდნის აუცილებლობას ყოველდღიურ ცხოვრებაში. აქვთ  საგნისადმი ინტერესი, ხდება სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება. შეუძლიათ პრობლემის დასმა და მისი გადაჭრის გზების ძიება.  შეუძლიათ კვლევა- ძიება, ხატვა, ჯგუფში მუშაობა, თანამშრომლობა. აქვთ შემოქმედებისა და კრიტიკული აზროვნების  უნარი

აჭირო რესურსები: მათემატიკის სასკოლო სახელმძღვანელო (მე-3კლ), სხვადასხვა ლიტერატურა, ინტერნეტ–საიტებიკომპიუტერი, პროექტორი, ფორმატი, ინტერნეტი, თაბახის ფურცლები, მარკერი

საგნებთან კავშირი: მათემატიკა -  სხვადახვა სირთულის ამოცანებისა და მაგალითების ამოხსნა ,,თავსატეხის“ ამოსახსნელად, ისტორია–ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიები; ისტ.–ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მოძიება. ქართული ენა და ლიტერატურა–შინაარსის მოკლედ გადმოცემა, სხვითი და გამოყენებითი ხელოვნება - ,,კედლის გაზეთის“ მხატვრული გაფორმება.

პროექტის ხელნძღვანელი: ხათუნა სულიაური

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: xatuna.suiauri5@gmail.com


პროექტის მსვლელობა:

აქტივობა 1.   სამუშაო შეხვედრა (მომზადების ეტაპი) - 22.01.2022

პირველ შეხვედრაზე შევთავაზე პროექტის განხორციელების იდეა და მიზანი. ვისაუბრე პროექტის აქტუალურობაზე და მოსალოდნელ შედეგებზე. გავაცანი შეფასების კრიტერიუმები,  შეფასების რუბრიკები , ჩეკლისტები, მოსწავლის დახმარების , პროექტზე მუშაობის წესები.

აქტივობა 2 .  ჯგუფებად დაყოფა 24.01.2022

მოსწავლეებთან ერთად მოვახდინეთ ჯგუფების შექმნა. თითეულმა ჯგუფმა ერთობივი გადაწყვეტილებთ დაირქვა სახელი. ჯგუფის ერთ წევრს მიეცა საშუალება კლასისთვის  წარედგინა საკუთარი ჯუფი, მათი მოლოდინები და სურვილები. 

აქტივობა 3 ჯგუფური მუშაობა ,,თავსატეხის ამოხსნა“ 25.01.2022

კლასში შევიტანე ორი თავსატეხი. თითოეულ ჯგუფს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მიეცა ერთი დავალება. მათ ლიმიტირებულ დროში უნდა ამოეხსნათ სხვადასხვა სირთულის მაგალითები და ამოცანები, რისთვისაც მათ დასჭირდათ განვლილი მასალის კიდევ ერთხელ გახსენება და გაანალიზება. მიღებული პასუხები შეუსაბამეს დავალების თავში მოცემულ ,,ასო ბგერებს“ და შეადგინეს წინადადებები: ,,ცნობილი მათემატიკოსი“/,,გამონათქვამები მათემატიკაზე“

აქტივობა 4  ჯგუფურმა მუშაობამ სახლში გადაინაცვლა. 26.01-25.02 2023წ

იმისდა მიხედვით რომელ ჯგუფს, რომელი თავსატეხი შეხვდათ, კლასში მუშაობის პროცესში, მათ ეს თავსატეხი სახლში უნდა გაეგრძელებინათ. კერძოდ,

სამუშაო 1. ჯგუფებს რომელთაც შეხვდათ ,,ცნობილი მათემატიკოსები“ , მოიძიებენ ინფორმაციას ცნობილი  მათემატიკოსების შესახებ, შეისწავლიან მათ ბიოგრაფიებს; გააცნობიერებენ მათ ღვაწლს მათემატიკის განვითარების საქმეში; გაიაზრებენ მათემატიკის, როგორც მეცნიერების ფუნდამენტური დარგის მნიშვნელობას;  ხოლო მათ ვისაც შეხვდა ,,გამონათქვამები მათემატიკაზე“ გაეცნობიან სხვადასხვა გამონათქვამებს მათემატიკის შესახებ. განივითარებენ  წერილობით და ელექტრონულ საინფორმაციო წყაროებთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარ–ჩვევას. გაიზრდება მათემატიკისადმი დაინტერესება. გაითავისებენ, რომ მათემატიკა არა ცალკე განყენებული ციფრების უაზრო კორიანტელია, არამედ იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთან. გაუზიარებენ თავიანთ აზრებსა და ნაშრომებს სხვებს, რათა მათაც შეაყვარონ მათემატიკა.

სამუშაო 2.  მოძიებული ინფორმაციის ორგანიზება,   შესწავლა, დახარისხება.

სამუშაო 3. პრეზენტაციისთვის მომზადება, ,,კედლის გაზეთის“ დამზადება.

(ამ პერიოდის განმავლობაში მონიტრინგს ვუწევდი თითოეული ჯგუფის მუშაობას და საჭიროებდან გამომდინარე ვაძლევდი რჩევებს და მითითებებს, აქტივობა N4 წიასწარ შევათანხმე მშობლებთან)

აქტივობა 5მომზადებული პრეზენტაციების, შექმნილი პროდუქტების პრეზენტირება და  შეჯამება/შეფასება. 27.02.2023წ.

აქტივობა 6.  შევავსოთ კროსვორდი 28.02.2023წ.

ეს აქტივობა განხორციელდა საკასო ოთახში. ჯგუფებს დაურიგდათ შესავსებად კროსვორდი, რომელიც მოითხოვდა, როგორც საკუთარი, ასევე თანაკლასელების ნამუშევრების გაზიარება/გაანალიზებას. კროსვორდის შევსებისთვის მათ მიეცათ ლიმიტირებული დრო.  ამ აქტივობით მოსწავლეებმა შეაჯამეს და ერთობლიობაში მოიყვანეს ყველა ჯგუფის აქტივობა და მათ მიერ წარმოდგენილი რესურსები.

აქტივობა 7  დისკუსია / შეფასება  28.02.2023წ.

მოსწავლეებმა იმსჯელეს როგორც საკუთარი ჯგუფის, ასევე სხვა ჯგუფეის ძლიერ და სუსტ მხარეებზე. მათ წინასწარ შემუშავებული შეფასების კრიტერიუმებით თავად შეაფასეს ერთმანეთისა და საკუთარი ნამუშევრები. მოხდა ზოგადად პროექტის მიმოხილვა, როგორც მისი მიზნის ასევე შედეგის გაანალიზება და მუშაობის როცესში წარმოშობილი პრობლემების იდენტიფიცირება.


-----------------------------------------------------
----------------------------------------------------



პროექტის მიმდინარეობა

✅პირველი ეტაპი

  • ჯგუფებად დაყოფა
  • ჯგუფური მუშაობა ,,თავსატეხის ამოხსნა“








 ----------------------------------------------------

-----------------------------------------------------

✅მეორე ეტაპი

ჯგუფურმა მუშაობამ სახლში გადაინაცვლა




✅მესამე ეტაპი

მომზადებული პრეზენტაციების, შექმნილი პროდუქტების პრეზენტირება და  შეჯამება/შეფასება.

  
















✅მეოთხე ეტაპი

პროექტის შეჯამების მიზით, მოსწავლეებს მოუწიათ პროექტის მსვლელბისას განხილული თემების შეჯამება/გაანალიზება და მიღებული ცოდნის საფუძველზე პროექტის ხელმძღვანელის: ხათუნა სულიაურის მიერ შედგენილ რესურსზე/კროსვორდზე მუშაობა.





✅ მეხუთე ეტაპი

დისკუსია / შეფასება



No comments:

Post a Comment